На главной странице есть новость про открытие сезона 29 декабря.
Правда ли это? Что понимает под открытием сезона? Будут работать канатки?
Ниже цитирую на грузинском из официальной группы фейсбук:
ვისაც გსურთ მონაწილეობა მიიღოთ 29 დეკემბერს გუდაურში „სეზონის გახსნის“ ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილ შეჯიბრებაში სამთო-სათხილამურო სპორტში (მოყვარულებს შორის), დაგვიკავშირდით. facebook-ის საშუალებით მოგვწერეთ თქვენი სახელი და საკონტაქტო ინფორმაცია
ტურიზმის ადმინისტრაცია უზრუნველყოფს მონაწილეების ტრანსპორტირებას, იჩქარეთ, ადგილები შეზღუდულია
"სეზონის გახსნის“ ღონისძიების პროგრამა გამოიყურება შემდეგნაირად:
13:00 – 15:00 საათი: შეჯიბრი სამთო-სათხილამურო სპორტში მოყვარულებს შორის
შეჯიბრისთვის წინასწარ მომზადებულ ტრასაზე („გუდაურაზე“ 400 მეტრიან მონაკვეთზე), 30 მოყვარული სპორტსმენი (ქალები და ვაჟები სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიებიდან) 2 საათის განმავლობაში იასპარეზებენ.
ღონისძიების ფარგლებში, „გუდაურას“ ტრასის ტერიტორიაზე განთავსებული იქნება სპეციალური ჟიური, რომელიც შეაფასებს ყველა მონაწილეების დაშვებას და გამოავლენს შეჯიბრის გამარჯვებულს.
16:00 – 16:30 საათი: გამარჯვებულების საზეიმო დაჯილდოება
შეჯიბრებების შემდეგ გაიმართება გამარჯვებული მოყვარული სპორტსმენების დაჯილდოება, რომელთაც გადაეცემა ადმინისტრაციისგან პრიზი - წლევანდელი სეზონის სლალომის სპორტული თხილამური
16:30-18:00 საათი: საღამოს მუსიკალური გააფორმება - ცოცხალი შესრულება
ღონისძიების დასასრულს საღამოს მუსიკალურად გააფორმებს მოწვეული Dj.